ვოლოდიმირ ზელენსკი ალექსანდრ სტუბს შეხვდა

კარგი შეხვედრა მქონდა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან. ამჟამად დიპლომატიურ გზაზე დიდი სამუშაო მიმდინარეობს და ჩვენ განვიხილეთ მისი შედეგები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, შეხვედრაზე, ბერლინში პარტნიორებთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ, ერთობლივი პოზიციები შეათანხმეს და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
„მადლობას ვუხდი ფინეთს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ ქვეყნის წვლილს PURL ინიციატივაში, რომელიც, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით, მოლაპარაკებებში ჩვენს პოზიციას აძლიერებს“, – წერს ზელენსკი.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ალექსანდრ სტუბიც.
„გმადლობთ, პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე სიტუაციის შესახებ განახლებული ინფორმაციისთვის. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. დისკუსიებს დღეს საღამოს გავაგრძელებთ“, – წერს ფინეთის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია