არქივი19 დეკემბერი, 2025, 15:39
ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში კაროლ ნავროცკის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ეს ორ ლიდერს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრაა მას შემდეგ, რაც კაროლ ნავროცკიმ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს თანამდებობა დაიკავა.
ზელენსკი ვარშავაში ნავროცკის გარდა შეხვდება სეიმის და სენატის სპიკერებს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.