არქივი9 დეკემბერი, 2025, 14:54
Reuters - ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს შეხვდა, - ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვატიკანის განცხადებით, რომის პაპმა ლეო XIV-მ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას“ ხაზი გაუსვა.
„რომის პაპმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე დიპლომატიური ინიციატივები სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ზელენსკიმ და რომის პაპმა სამხედრო ტყვეებისა და რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშების დაბრუნების საკითხი განიხილეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.