ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობა 90-მა ქვეყანამ დაადასტურა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობა 90-მა ქვეყანამ დაადასტურა.
„ახლა მონაწილეობა უკვე 90-მა ქვეყანამ დაადასტურა და ფართო წარმომადგენლობისთვის ჩვენ მსოფლიო ლიდერებთან მუშაობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთში გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტში ესპანეთის მონაწილეობა ისტორიული მნიშვნელობის იქნება.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.