ვოლოდიმირ ზელენსკი - საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან სატელეფონო საუბარი გამართა და მასთან შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი განიხილა.
„ასევე, ჩვენ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ვილნიუსის დეკლარაციის ფარგლებში უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ივნისში ევროკავშირსა და უკრაინას შორის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას საბერძნეთი მხარს უჭერს.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.