ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: სამშვიდობო სამიტს პრეზიდენტი ბაიდენი სჭირდება - მის არყოფნას პუტინი ტაშს ფეხზე წამოდგომით დაუკრავს

სამშვიდობო სამიტს პრეზიდენტი ბაიდენი სჭირდება, მის არყოფნას პუტინი ტაშის დაკვრით მიესალმება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მჯერა, რომ სამშვიდობო სამიტს პრეზიდენტი ბაიდენი სჭირდება და ეს სხვა ლიდერებს სჭირდებათ, როდესაც ისინი ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას უყურებენ. მის არყოფნას - ამას პუტინი ტაშის დაკვრით მიესალმება, პირადად პუტინი ტაშს ფეხზე წამოდგომით დაუკრავს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სურს ჯო ბაიდენი შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტს პირადად დაესწროს.

„მე ვიცი, რომ ამერიკა სამიტს მხარს უჭერს, მაგრამ მე და თქვენ არ ვიცით ის, თუ რა დონეზე. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება არ არის, აშშ-ში მცხოვრები ყველა ადამიანის მიმართ პატივისცემის მიუხედავად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, სამშვიდობო სამიტში მონაწილეობა 90-მა ქვეყანამ დაადასტურა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.