ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა ვოლოდიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, თუ აშშ და ევროპა უკრაინას არ მიატოვებენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა შეხვდეს და ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, თუ ეცოდინება, რომ აშშ და ევროპა უკრაინას არ მიატოვებენ.
ITV News-თან ინტერვიუში კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეხვედრისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა :
„მე რომ მქონდეს იმის გაგება, რომ ამერიკა და ევროპა არ მიგვატოვებენ, დაგვიჭერენ მხარს და მოგვცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, მაშინ მზად ვიქნებოდი მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის“.
კითხვაზე, თანახმა იქნება თუ არა საომარი მოქმედებების გაყინვაზე ამჟამინდელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ, თუ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ექნება, ზელენსკიმ უპასუხა: ”ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის იქნება ისინი”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია