დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს, – ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში მსოფლიოს უდიდესი IT კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინთან საუბარს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
„დიახ, ვისაუბრებ. ჩვენ ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს. შვიდი ომი მოვაგვარე“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ფიქრობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უფრო მარტივი მოსაგვარებელი იქნებდა.
„აღმოჩნდა, რომ ცოტა უფრო რთულია. მაგრამ მეგონა, უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო, პუტინთან, უკრაინასთან ჩემი დამოკიდებულების გამო და სხვა ყველაფრის გამო“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში მიმდინარე კვირაში 7014 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ჯარისკაცები.
„ისინი ისეთი მასშტაბით იღუპებიან, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება