ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონებს მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონებს მოაწერა ხელი.
როგორც უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე შესაბამისი კანონპროექტების ველშია აღნიშნული, კანონები დღეს, 7 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერით დაბრუნდა.
23 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭი უყარა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას 2024 წლის 9 ნოემბრამდე.
პარლამენტმა ასევე საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გაახანგრძლივა.
უკრაინის რადაში საომარი მდგომარეობის გაგრძელებისა და მობილიზაციის შესახებ ეს უკვე მე-12 კენჭისყრა იყო.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.