ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს, კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებს, დონალდ ნორკოსის, სელესტე მალოისა და ჯეიმს პანეტას შეხვდა.
კონგრესმენებთან შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღების მნიშვნელობასა და აშშ-ში უკრაინელი მფრინავების სასწავლო მისიების გაფართოების აუცილებლობას ხაზი გაუსვა.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის სამიტში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.