არქივი7 აგვისტო, 2024, 17:36
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონებს ხელი მოაწერა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონების შესაბამისად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 12 აგვისტოდან 90 დღით, 9 ნოემბრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, გასულ თვეში, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი უკრაინის რადას 339-მა დეპუტატმა დაუჭირა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.