ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბრისას დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფა განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბრისას დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფა განიხილა.
სატელეფონო საუბრისას რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტს აცნობა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას 500 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
„ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის გაერთიანებული სამეფოს და პირადად პრემიერ-მინისტრის მადლობელი ვარ, ასევე მათი მზადყოფნისთვის, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა განავითარონ, განსაკუთრებული აქცენტი კი საზღვაო და შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებზე გაკეთდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების პაკეტი ყველაფერს მოიცავს, რაც უკრაინას ბრძოლის ველზე სჭირდება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, რიში სუნაკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში უკრაინის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
რიში სუნაკი დღეს პოლონეთში დონალდ ტუსკსა და იენს სტოლტენბერგს შეხვდება და გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტის გამოყოფას ოფიციალურად გამოაცხადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა