პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შედეგების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გავმართე. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სენატის მიერ კანონის დამტკიცების შემთხვევაში მას ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს. მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინის დაუღალავი მხარდაჭერისთვის და ნამდვილი გლობალური ლიდერობისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და უმცირესობის ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის პირად როლს ხაზი გაუსვა.
„კანონის მიღების შემდეგ თავდაცვის პირველი პაკეტი განვიხილეთ. მე პრეზიდენტის გარანტიები მაქვს, რომ ეს სწრაფი და ძლიერი იქნება და იგი ჩვენს საჰაერო თავდაცვასა და საარტილერიო შესაძლებლობებს გააძლიერებს. ასევე, ჩვენ უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერისა და მომავალი მშვიდობის სამიტის მომზადების საკითხები განვიხილეთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.