ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს ჯერემი ჰანტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერემი ჰანტს გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისთვის ნახევარი მილიარდი ფუნტის ღირებულების სამხედრო პაკეტის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება სანქციების პოლიტიკას დავუთმეთ. რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების გაფართოება მნიშვნელოვანია, რათა სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელი გახდეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
ჯერემი ჰანტი მოგვიანებით უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.