პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ვოლგოგრადის აეროპორტისთვის „სტალინგრადის“ დარქმევის შესახებ

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ვოლგოგრადის აეროპორტისთვის „სტალინგრადის“ დარქმევის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ვოლგოგრადის აეროპორტს (გუმრაკი) „სტალინგრადი“ ეწოდა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აეროპორტისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივა სამხედრო ოპერაციის მონაწილეებსა და ვეტერანებს ეკუთვნოდათ და პრეზიდენტს ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა გააცნო.
ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდა, რომ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ხელს მოაწერდა აეროპორტის სახელის შეცვლის შესახებ ბრძანებულებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.