ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - 9 მაისთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის ინიციატივა ძალაში რჩება

დიმიტრი პესკოვი - 9 მაისთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის ინიციატივა ძალაში რჩება

9 მაისთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის ინიციატივა ძალაში რჩება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დიახ, რუსული მხარის, პრეზიდენტ პუტინის ინიციატივა ძალაში რჩება“, - განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, 9 მაისს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რუსეთის სპეცსამსახურები ყველა საჭირო ზომას იღებენ.
„ჩვენი სპეცსამსახურები და სამხედროები ყველა საჭირო ზომას იღებენ იმისთვის, რომ გამარჯვების დღე მშვიდ, სტაბილურ და მშვიდობიან ატმოსფეროში აღინიშნოს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.