პუტინმა ვოლგოგრადის აეროპორტს „სტალინგრადი“ დაარქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, ქალაქ ვოლგოგრადის საერთაშორისო აეროპორტს „სტალინგრადი“ დაერქვა.
კრემლის საიტზე 29 აპრილს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პუტინმა ვოლგოგრადის აეროპორტს „ისტორიული სახელი სტალინგრადი“ მიანიჭა „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების უკვდავსაყოფად“.
დღევანდელ ვოლგოგრადს, რომელიც ბოლშევიკურ რევოლუციამდე ცარიცინი იყო, სტალინგრადი 1925 წელს დაარქვეს საბჭოთა ბელადის, სტალინის პატივსაცემად. სტალინის კულტთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, 1961 წელს, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით, სტალინგრადს ვოლგოგრადი ეწოდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად, 2023 წლის ზამთარში, ქალაქ ვოლგოგრადის ყველა ძირითად შესასვლელში საგზაო ნიშნები წარწერით: „ვოლგოგრადი“ დროებით შეცვალეს „სტალინგრადით“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…