ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ში რუსეთის ელჩი - პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კურსკის ოლქზე თავდასხმაზე პასუხის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ყველა მკაცრად დაისჯება იმისთვის, რაც კურსკში მოხდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქზე თავდასხმაზე პასუხის შესახებ, - ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
„გულწრფელად გეუბნებით, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მკაცრად დაისჯება იმისთვის, რაც კურსკის ოლქში მოხდა“, - აღნიშნა ანტონოვმა.
შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში ოპერაციას 6 აგვისტოდან ახორციელებენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ძალები, ამ დროისთვის, 90-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.