ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს აჩენს - გვესმის, რომ ამ კონტაქტების აღდგენა ყველას არ ახარებს

ვლადიმერ პუტინი - აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს აჩენს - გვესმის, რომ ამ კონტაქტების აღდგენა ყველას არ ახარებს

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს აჩენს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
„ყველა ვხედავთ, თუ როგორ სწრაფად იცვლება სიტუაცია მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს აჩენს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, დასავლეთს რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგის ჩაშლა სურს.
„გვესმის, რომ რუსულ-ამერიკული კონტაქტების აღდგენა ყველას არ ახარებს. დასავლური ელიტის ნაწილს მსოფლიოში არასტაბილურობის შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი. ეს ძალები დაწყებული დიალოგის ჩაშლას შეეცდებიან. ჩვენ ამას ვხედავთ“, - აღნიშნა პუტინმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.