სერგეი ლავროვი – ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ვისაუბრეთ – ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილა.
„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იქნება შესაძლებელი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება“, – განაცხადა ლავროვმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ამ მხრივ, რუსეთის პოზიცია ნათელია.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა მის მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის და იმ პრინციპებისთვის, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება, თუ გვინდა საიმედოდ გადავწყვიტოთ ეს კონფლიქტი, აღმოვფხვრათ მისი ძირითადი მიზეზები“, – დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, რუსეთი მზად არის და გააგრძელებს უკრაინის საკითხი განხილვას შეერთებულ შტატებთან და ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც მზად არის ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას.
„რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ და მზად ვართ ვიმსჯელოთ უკრაინის საკითხზე ყველასთან, ვინც გულწრფელად არის დაინტერესებული დახმარების გაწევით“, – განაცხადა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები – მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება