ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციიით, ვიზიტი ორ ეტაპიანი ქნება: 16 მაისს პუტინი პეკინში გაატარებს, 17 მაისს კი ხეილუნძიანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს, ჰარბინს ეწვევა.
პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, პირველი დღის პროგრამა, სავარაუდოდ, ძალიან საინტერესო იქნება და, პირველ რიგში, ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის კომუნიკაციას მოიცავს. მისივე ინფორმაციით, პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრა ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები რამდენიმე ხელშეკრულებასა და დოკუმენტს მოაწერენ ხელს. ამის შემდეგ ლიდერები ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებას და პრესასთან საუბარს გეგმავენ.
გარდა ამისა, დაგეგმილია პუტინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრის, ლი ჩიანგს შეხვედრა.
ცნობისთვის, ეს არის ვლადიმერ პუტინის პირველი საერთაშორისო ვიზიტი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.