ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ერთად მუშაობენ და ერთიანდებიან ზარალის მოსატანად

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ზიანის მოსატანად ერთიანდებიან.
„ჩინეთის პრეზიდენტი სი, მე მას კარგად ვიცნობ და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, მასაც კარგად ვიცნობ. ისინი ახლა ერთად მუშაობენ გეგმებზე, სადაც ერთიანდებიან, იკრიბებიან და ზიანი მოაქვთ, რადგან საბოლოო ჯამში სწორედ ამაზე ფიქრობენ, ზიანის მიყენებაზე“, - აღნიშნა ტრამპმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს ტრამპს მღელვარებით სავსე ურთიერთობა ჰქონდა სი ძინპინთან. 2017 წელს მან ჩინეთის ლიდერს მარ-ა-ლაგოში უმასპინძლა და ირწმუნებოდნენ, რომ გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა, მომდევნო წლებში ტრამპმა სი ძინპინს მტერი უწოდა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, სადაც ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.