ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმირ პუტინი ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ვიზიტით 16-17 მაისს ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
პუტინისთვის ეს პირველი უცხოური ვიზიტი გახდება პრეზიდენტად მომდევნო ექვსწლიანი ვადით არჩევის შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ჩადის.
პუტინი და სი ძინპინი განიხილავენ ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს, განსაზღვრავენ ძირითად სფეროებს ორმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობის მეტი განვითარებისთვის და გაცვლიან მოსაზრებებს ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.