ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში კრიზისი მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო

ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში კრიზისი მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო

უკრაინაში კრიზისი მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტის შედეგების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული განცხადება სომხეთის შესახებ საუბრისას გააკეთა.

პუტინმა სომხეთს მოუწოდა, რომ ყველაფერი ყურადღებით განიხილოს, თუ ევროინტეგრაციის გაგრძელებას გადაწყვეტს.

„მე სომხეთის პრემიერ-მინისტრს ვუთხარი: „ყველაფერი, რაც კარგია სომხებისთვის, მისაღები და კარგია რუსეთისთვის. ისე გააკეთეთ, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ, სომეხი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა ხელისუფლებაში ხართ და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ“. მე ეს უკვე ვთქვი. უკრაინაში კრიზისი მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიყავით“, - განაცხადა პუტინმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.