ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: ევროკავშირში გაწევრიანების რიგში პირველი არ არის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მას 20 წელია ელოდებიან

ევროკომისიის ყოფილმა კომისარმა ვერა იუროვამ აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინაზე გაცილებით დიდი ხანია ელოდებიან
ევროკომისიის ყოფილმა კომისარმა, ვერა იუროვამ „ევრო ნიუსთან“ ინტერვიუს დროს, წამყვანის კითხვაზე, „ვინ უნდა გახდეს ევროკავშირის შემდეგი წევრი“ აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ბევრ ადამიანს ესაუბრა, რომლებიც დაიღალნენ იმით, რომ 20 წელია მოლოდინის რეჟიმში არიან.
მას მიაჩნია, რომ ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ადამიანს ვესაუბრე დასავლეთ ბალკანეთიდან და ისინი უკვე დაიღალნენ იმით, რომ ფაქტობრივად 20 წელია „მოსაცდელ ოთახში“ არიან. აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა იყოს და რაღაც ნაბიჯი გადაიდგას. დროთა განმავლობაში კი სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მათი ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ სჭირდებათ ევროპა“, – განაცხადა ვერა იუროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე – ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია