ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად დროებით ადმინისტრაციის შექმნის შეთავაზებით გამოდის

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად დროებით ადმინისტრაციის შექმნის შეთავაზებით გამოდის

უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღება შესაძლებელს გახდის დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და იმ ხელისუფლების სათავეში მოსვლას, რომელთანაც სამშვიდობო მოლაპარაკება და შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერა შესაძლებელი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, გაერო-ს ეგიდით შესაძლებელი იქნება რუსეთის პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან და ევროპის ქვეყნებთან უკრაინაში ასეთი დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობის განხილვა.
„და რა მიზნით? - იმისათვის, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, ხელისუფლებაში მოვიდეს ეფექტური და ხალხის ნდობით მოსარგებლე მთავრობა და შემდეგ უკვე მათთან დავიწყოთ მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, ხელი მოეწეროს ლეგიტიმურ დოკუმენტებს, რომლებიც აღიარებული იქნება მთელ მსოფლიოში და იქნება სანდო და სტაბილური“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია.
„ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია და არ ვამბობ, რომ სხვა არ არსებობს“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.