ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, კონფლიქტის მიზეზები უნდა აღმოიფხვრას

ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, კონფლიქტის მიზეზები უნდა აღმოიფხვრას

უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, კონფლიქტის ძირეული მიზეზები უნდა აღმოიფხვრას, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენ მომხრე ვართ, რომ ყველა ეს საკითხი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, მაგრამ იმ ძირეული მიზეზების აღმოფხვრით, რამაც გამოიწვია დღევანდელი მდგომარეობა“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივით.
ამასთან, პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას გულწრფელად სურს უკრაინაში კონფლიქტის დასრულება.
„ჩემი აზრით, შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტს გულწრფელად სურს ამ კონფლიქტის დასრულება“, - განაცხადა პუტინმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.