აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – დონალდ ტრამპი უკრაინაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნას ეწინააღმდეგება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის იდეას უკრაინაში, გაერო-ს და რამდენიმე ქვეყნის ეგიდით, დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ტემი ბრიუსის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს რუსეთთან და უკრაინასთან და მზადაა გააგრძელოს მუშაობა, რათა ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.
„დიახ, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა წამოაყენა წინადადება უკრაინაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს არ მოიწონა. უკრაინა არის კონსტიტუციური დემოკრატია და მისი მმართველობა განისაზღვრება კონსტიტუციით და უკრაინელი ხალხით“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“