არქივი4 სექტემბერი, 2024, 12:56
ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს ორმხრივ შეხვედრას სთავაზობს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს ყაზანში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრის გამართვას სთავაზობს.
„როგორც შევთანხმდით, ველოდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, ბატონ სი ძინპინს, BRICS-ის სამიტზე, ვთავაზობ ორმხრივი სამუშაო შეხვედრის გამართვას ამ სამუშაოს ფარგლებში“, - განაცხადა პუტინმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან, ჰან ჟენგთან შეხვედრაზე.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში შეხვდა, რომელიც ვლადივოსტოკში 3-6 სექტემბერს იმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.