არქივი2 სექტემბერი, 2024, 18:56
ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
მონღოლეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნააგიინ ხურელსუხს შეხვდება და რამდენიმე ოფიციალურ დოკუმენტს ხელს მოაწერს.
ცნობისთვის, მონღოლეთი რომის წესდების მხარეა, ჰააგის სასამართლოს კი ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონღოლეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის შესრულებისკენ და ვლადიმერ პუტინის დაკავებისკენ მოუწოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.