ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ინდოეთში ჩადის

ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ინდოეთში ჩადის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს, ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ინდოეთში მიემგზავრება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და ინდოეთის ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო დღის წესრიგს განიხილავს.
საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, პირისპირ შეხვედრა დღეს შედგება და პუტინს და მოდის შესაძლებლობა ექნებათ ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხები და საერთაშორისო დღის წესრიგი განიხილონ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.