ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში ვიზიტამდე India Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ხუთსაათიანი შეხვედრა სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის სირთულემ განაპირობა.
„ჩვენ ახალი ინიციატივები ამერიკელებთან შეხვედრამდე არ გვინახავს. ამიტომ, ყველა პუნქტის განხილვა მოგვიწია და ამდენი დროც დაგვჭირდა. ეს აუცილებელი და კონკრეტული საუბარი იყო“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.
„ასეთი საკითხები არსებობს და ჩვენ ისინი განვიხილეთ, თუმცა ეს რთული სამუშაოა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ასევე, პუტინის თქმით, ვაშინგტონმა მოსკოვს სამშვიდობო გეგმის 28 პუნქტის 4 ნაწილად გაყოფა შესთავაზა.
„სწორედ ამ პუნქტების განხილვა მიმდინარეობს. უბრალოდ, მათ ეს 28 თუ 27 პუნქტი 4 ნაწილად გაყვეს და ამ 4 პაკეტის განხილვა შემოგვთავაზეს. მაგრამ, არსებითად ეს ისევ ის პუნქტებია“, - განაცხადა პუტინმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.