ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს

რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში ვიზიტამდე India Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ყველაფერი ამისკენ მიდის. ჩვენ ამ ტერიტორიებს ან სამხედრო ძალის გამოყენებით გავათავისუფლებთ, ან უკრაინული ჯარები ამ ტერიტორიებს დატოვებენ და იქ ბრძოლას შეწყვეტენ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ასევე, მისი თქმით, „რუსეთმა უკრაინას დონბასიდან ჯარების გაყვანა შესთავაზა, თუმცა კიევი ბრძოლას ამჯობინებს“.
„ჩვენ მაშინვე ვუთხარით უკრაინასა და უკრაინელ ჯარისკაცებს: ხალხს თქვენთან ცხოვრება არ სურს, მათ რეფერენდუმი ჩაატარეს და ხმა დამოუკიდებლობას მისცეს. გაიყვანეთ თქვენი ჯარები და არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ იქნება. მაგრამ არა, მათ ბრძოლა ამჯობინეს“, - აღნიშნა პუტინმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.