ვლადიმერ პუტინი – ისრაელს არაერთხელ ვაცნობეთ, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების განზრახვა არ აქვს

ისრაელს არაერთხელ ვაცნობეთ, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების განზრახვა არ აქვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.
„უნდა ითქვას, რომ რუსეთს, ისევე როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, აბსოლუტურად არასდროს ჰქონიათ რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რომ ირანი ბირთვული იარაღის მოსაპოვებლად ემზადება. ჩვენ ამის შესახებ ისრაელის ხელმძღვანელობას არაერთხელ ვაცნობეთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების მოგვარება შესაძლებელია.
„არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელთა განხილვა და შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ისრაელის შეშფოთებების მოსაგვარებლად შესაბამისი ფორმები და შესაძლებლობები არსებობს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა