კირ სტარმერი - ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება და აშშ-მა მიიღო ზომები ამ საფრთხის შესამსუბუქებლად - მოვუწოდებთ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები ირანის ბირთვული პროგრამიდან მომდინარე სერიოზული საფრთხის შესამსუბუქებლად, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
„ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება და აშშ-მა მიიღო ზომები ამ საფრთხის შესამსუბუქებლად“, - აღნიშნულია სტარმერის განცხადებაში.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ვითარება არასტაბილური რჩება და რეგიონში სტაბილურობა პრიორიტეტულია.
„მოვუწოდებთ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და მიაღწიოს დიპლომატიურ გადაწყვეტას ამ კრიზისის დასასრულებლად“, - აღნიშნულია კირ სტარმერის განცხადებაში.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.