ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენი მიზანი კვლავაც არის ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილება - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანს მოუწოდებენ, არ გადადგას შემდგომი ნაბიჯები

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ ირანს, არ გადადგას შემდგომი ნაბიჯები.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აღნიშნავენ, ისინი მუდმივად ნათლად აცხადებენ, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და მხარს უჭერენ ისრაელის უსაფრთხოებას.
„ჩვენი მიზანი კვლავაც არის ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილება. მოვუწოდებთ ირანს, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რათა უზრუნველყოს შეთანხმება, რომელიც უპასუხებს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა შეშფოთებას. ჩვენ მზად ვართ, ყველა მხარესთან კოორდინაციით წვლილი შევიტანოთ ამ მიზნის მიღწევაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.