ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას - რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას სახელმწიფოებრივი განვითარების პრობლემების გადაჭრაში

ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას - რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას სახელმწიფოებრივი განვითარების პრობლემების გადაჭრაში

რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილში, რომელიც მან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტს“, ასლან ბჟანიას ე.ს. „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღესთან დაკავშირებით გაუგზავნა.
„რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხისთვის აქტიური დახმარების გაწევას სახელმწიფოებრივი განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია მილოცვაში.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება დღეს „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.