ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლავროვი: საერთაშორისო პოზიციის გამყარებაში აფხაზეთის რესპუბლიკის დახმარებას გავაგრძელებთ

ლავროვი: საერთაშორისო პოზიციის გამყარებაში აფხაზეთის რესპუბლიკის დახმარებას გავაგრძელებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას შეხვდა და თქვა, რომ "რეგიონში სტაბილურობას უზრუნველყოფენ", რაც ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარებას დაეფუძნება.
"ჟენევის დისკუსიებში სამხრეთ კავკასიაზე პრინციპული პოზიცია გვიკავია და წინ ვწევთ შეთანხმებებს, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რომელიც რეალობის, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაეფუძნება". - თქვა ლავროვმა.
ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთი აფხაზეთის დახმარებას გააგრძელებს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკას "საერთაშორისო პოზიციის გამყარებაში" ხელს შეუწყობს.
"აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში დახმარებას გავაგრძელებთ. [...] გავაგრძელებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შეთანხმებების შესაბამისად აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო პოზიციის გამყარებაში ". - თქვა ლავროვმა.
გარდა ამისა, ლავროვმა შამბას მარიონეტული რეჟიმის ე.წ. გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც თვითმარქვია რესპუბლიკამ 30 სექტემბერს აღნიშნა.
დღეს, 4 ოქტომბერს, ლავროვი ასევე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, აჰსარ ჯიოევს შეხვდა.
"ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უსაფრთხოების მიღწევის, სახელმწიფოს გამყარების, ეკონომიკურ-სოციალური სფეროს განვითარების მიმართულებით. ჩვენი გზა მხოლოდ წინ მიმავალია – 2008 წლის გადაწყვეტილებები განხილვას არ ექვემდებარება". – თქვა ლავროვმა შეხვედრაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.