ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს "დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღეს" ულოცავს

პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს "დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღეს" ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს "დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღეს" ულოცავს.
რუსული სამთავრობო მედია TASS აქვეყნებს მილოცვის ტექსტს, რომელიც მან დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას გაუგზავნა.
"ძვირფასო ასლან, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის - გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე, დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში.
რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულითადად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია მილოცვაში.
1993 წლის 30 სექტემბერს რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია და საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის ტერიტორიაზე, კოდორის ხეობის გარდა, კონტროლი დაკარგა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.