ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო შტაბის პრესმდივანი - 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის მხარდასაჭერად ნახევარ მილიონზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის მხარდასაჭერად ნახევარ მილიონზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო შტაბის პრესმდივანმა, ალექსანდრა სუვოროვამ განაცხადა.
„ხელმოწერების პირველი ნაწილი დღეს მოსკოვის რეგიონიდან ცენტრალურ შტაბში მიიტანეს, დანარჩენი რეგიონები ხელმოწერების გაგზავნას 5 იანვრიდან დაიწყებენ. რეგიონული შტაბის უახლესი მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად 500 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა და ახლა ჩვენი ადვოკატები ყველა საჭირო დოკუმენტების შემოწმებას დაიწყებენ“, - განაცხადა სუვოროვამ.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის დასარეგისტრირებლად თვითდასახელებულმა პირმა მინიმუმ 300 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.