კადიროვი აცხადებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს პუტინს უჭერს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ხელი მოაწერა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის კანდიდატურის მხარდამჭერ პეტიციას და მოხარულია, რომ ამ „ისტორიული მომენტის ნაწილი“ გახდა.

„მე სამართლიანად მჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი არა მხოლოდ გამოჩენილი პოლიტიკოსია, არამედ ნამდვილი სტრატეგიაც, მზად არის მიიღოს რთული გადაწყვეტილებები და გაუმკლავდეს იმ გამოწვევებსა და დაბრკოლებებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას“, – წერს რამზან კადიროვიტელეგრამის არხში.
8 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა.
2024 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა გადაწყვიტა მეხუთე ვადით დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი. მმართველი „ედინაია როსიის“ მიერ იგი მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს, იქნა კანდიდატად წარდგენილი.
ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბს მსახიობი ვლადიმირ მაშკოვი, მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმი მარიანა ლისენკო და ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში პრორუსული პარლამენტის თავმჯდომარე არტიომ ჟოგა უხელმძღვანელებენ.
2024 წლის არჩევნები პუტინისთვის მე-5 საპრეზიდენტო არჩევნები იქნება 2000, 2004, 2012 და 2018 წლების არჩევნების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე” (ვიდეო)

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)