ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ,,საქმე უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის”

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ,,საქმე უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის”

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ,,საქმე უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის".

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ბრიფინგზე განაცხადა.

,,კი, ბატონო ზელენსკი მზად არის პირადი შეხვედრა გამართოს. კი, ეს გამიგია. მაგრამ, ეს პირველად არ გვესმის. რა შეიძლება ამაზე ვთქვათ, არასდროს გვითქვამს უარი და მე არასდროს მითქვამს უარი. ეს შეხვედრა არ შემითავაზებია, მაგრამ თუ ვინმე გვთავაზობს, კი. დაე, ის ჩამოვიდეს, ვისაც შეხვედრა უნდა, დაე, ჩამოვიდეს მოსკოვში, შევხვდებით. მესამე ქვეყანაშიც შეიძლება შეხვედრა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საბოლოო შეთანხმებები იქნება მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც გათვლილი უნდა იყოს ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაზე, რათა მონაწილეობა მივიღოთ ამ ღონისძიებაში ან რამეს მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ეს საბოლოო წერტილი უნდა იყოს", - განაცხადა პუტინმა.

ამავდროულად, პუტინის თქმით, ,,საქმე უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის".

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.