“ვიწყებთ ევაკუაციას? და თუ ევაკუაციას არ ვიწყებთ და არ არის ამის საჭიროებაა, რა ჯანდაბა ხდება ეს ქალაქში?” – თამო კეშელავა

რას ნიშნავს ძლიერი ქარი? რამდენი ბალია ქარი, რომელსაც ვერ უძლებს სახლი, სახურავი, ქალაქში გამოკრული კონსტრუქციები და ბანერები? რას ნიშნავს ეს – ძლიერი ქარია, ძლიერი წვიმაა, ძლიერი მზეა? – ქარიშხალია? ტორნადოა? რამდენი ბალია? ძლიერმა ქარმა ჩამოაგდო რკინის კონსტრუქცია და ადამიანი მოკლა ადგილზეო. არა, ძლიერმა ქარმა კი არ ჩამოაგდო, რკინის კონტრუქცია არ იყო გათვლილი ამ ქარზე, ხოდა, გვითხარით, რამდენ ბალზეა გათვლილი ქალაქი, რომ ეგეთ დროს სახლებში დავრჩეთ? უპს, არც სახლებში ვართ დაცულნი. ოკ, გადავალთ თავშესაფრებში – უპს, არც ეგ გვაქვს. რატომ ყენდება რკინის კონსტრუქციები, სარეკლამო ბანერები ისე, რომ ვერ უძლევს ქარს? თუ ქარიშხალია და არ ვიცით? იქნება ტორნადოა? რამე ისეთია, რის გამოც ქალაქებიდან ევაკუაციები იწყება? ვიწყებთ ევაკუაციას? და თუ ევაკუაციას არ ვიწყებთ და არ არის ამის საჭიროებაა, რა ჯანდაბა ხდება ეს ქალაქში ყოველ ნაბიჯზე? ქარი კი არ გლეჯს ბოძებს – ბოძები არ არის გამაგრებული. ხეებს რომ მიხედვა სჭირდება, ეგ დღეს გავიგეთ? ძლიერმა ქარმა კი არ მოკლა ის კაცი კახეთში, მოკლა კონსტრუქციამ, რომელიც არ იყო გამაგრებული ისე, რომ ქარისთვის გაეძლო, ქარისთვის, თორემ, ვიმეორებ, თუ დღეს, ახლა, ისეთი ქარიშხალია, რომელზედაც ფიზიკურად ვერ იქნებოდა გათვლილი შენობები, კონტსრუქციები, ბოძები, დავიწყოთ მაშინ ევაკუაცია!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ