ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძე ლაგუნა ვერესთან დაგეგმილ მშენებლობაზე: დღეს, როდესაც თბილისში არის მშენებლობის ბუმი და ხდება ქალაქის აღმშენებლობა...

ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სისულელეები. არანაირი ლოგიკა და არგუმენტი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს ასეთი პროექტები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგებს გამოეხმაურა, რომელთა კრიტიკის თემა “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე მშენებლობა იყო.

მისივე განმარტებით, ასეთი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშენებლობასა და განვითარებას და პროექტები მომავალშიც განხორციელდება.

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სისულელეები. არანაირი ლოგიკა და არგუმენტი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს ასეთი პროექტები. ზოგადად, ამას აქვს საბაბი, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები ასეთი პროექტების განხორციელებას - ზოგადად, თბილისის აღმშენებლობასა და განვითარებას. დააკვირდით, მე გავიხსენებ წარსულ წლებს, “ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდათ სლოგანი “გაჩერებული თბილისი” თუ რაღაც მსგავსი. დღეს, როდესაც ქალაქში არის მშენებლობის ბუმი, ხდება ქალაქის აღმშენებლობა და განვითარება, გიჟდებით, არ იცით რა ქნათ, [მიმართავს “მთავარი არხის” ჟურნალისტს] იმიტომ, რომ იცით, რომ ეკონომიკურ განვითარებაში მშენებლობას უდიდესი როლი და წვლილი აქვს, საქმდება უამრავი ადამიანი, ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს სხვადასხვა მიმართულებებზე, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და, რა თქმა უნდა, ასეთი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას, პროექტები მომავალშიც განხორციელდება”, - განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.