თამო კეშელავა: არა, ძლიერმა ქარმა კი არ ჩამოაგდო, რკინის კონტრუქცია არ იყო გათვლილი ამ ქარზე, ხოდა, გვითხარით …

“რას ნიშნავს ძლიერი ქარი? რამდენი ბალია ქარი, რომელსაც ვერ უძლებს სახლი, სახურავი, ქალაქში გამოკრული კონსტრუქციები და ბანერები?
რას ნიშნავს ეს – ძლიერი ქარია, ძლიერი წვიმაა, ძლიერი მზეა? – ქარიშხალია? ტორნადოა? რამდენი ბალია?
ძლიერმა ქარმა ჩამოაგდო რკინის კონსტრუქცია და ადამიანი მოკლა ადგილზეო.
არა, ძლიერმა ქარმა კი არ ჩამოაგდო, რკინის კონტრუქცია არ იყო გათვლილი ამ ქარზე, ხოდა, გვითხარით, რამდენ ბალზეა გათვლილი ქალაქი, რომ ეგეთ დროს სახლებში დავრჩეთ?
უპს, არც სახლებში ვართ დაცულნი.
ოკ, გადავალთ თავშესაფრებში – უპს, არც ეგ გვაქვს.
რატომ ყენდება რკინის კონსტრუქციები, სარეკლამო ბანერები ისე, რომ ვერ უძლევს ქარს?
თუ ქარიშხალია და არ ვიცით?
იქნება ტორნადოა?
რამე ისეთია, რის გამოც ქალაქებიდან ევაკუაციები იწყება?
ვიწყებთ ევაკუაციას?
და თუ ევაკუაციას არ ვიწყებთ და არ არის ამის საჭიროებაა, რა ჯანდაბა ხდება ეს ქალაქში ყოველ ნაბიჯზე?
ქარი კი არ გლეჯს ბოძებს – ბოძები არ არის გამაგრებული
ძლიერმა ქარმა კი არ მოკლა ის კაცი კახეთში, მოკლა კონსტრუქციამ, რომელიც არ იყო გამაგრებული ისე, რომ ქარისთვის გაეძლო, ქარისთვის, თორემ, ვიმეორებ, თუ დღეს, ახლა, ისეთი ქარია, რომელზედაც ფიზიკურად ვერ იქნებოდა გათვლილი შენობები, კონტსრუქციები, ბოძები, დავიწყოთ მაშინ ევაკუაცია!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქვეყნის სადარაჯოზე მდგომო ახალგაზრდებო! ახლა აქ ვდებ დოკუმენტს, რომელიც თქვენს ასაკში (მაშინ 22 წლის ვიყავი) არანაკლებ და ალბათ გაცილებით მტკივნეული, საშიში, ავისმომასწავეველი იყო, ვიდრე გუშინ მიღებული კანონი”