ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება

უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს.

ვიქტორ ორბანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და უნგრელი ხალხი კვირას დაგეგმილ „მშვიდობის მარშზე“ მიიწვია.

„მოგიწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდეთ, რათა უკრაინის შანტაჟის წინააღმდეგ ერთად დავდგეთ. უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება. აქ ბრძანებებს ზელენსკი ვერ გასცემს“, - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, „უნგრელი ექსპერტები კიევში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან, თუმცა მათ „დრუჟბას“ ნავთობსადენზე წვდომის უფლებას არ აძლევენ“.

„დღეს უკრაინის მიერ ნავთობის ბლოკადის მე-19 დღეა. ზელენსკი ნავთობსადენს კვლავ არ ხსნის. მან იცის, რომ ამას უნგრეთისთვის და სლოვაკეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ორბანმა.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, „დრუჟბას“ „ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.