ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორბანი მიწვეული იყო 20 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან ერთად, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში არ გაემგზავრება. ამის ნაცვლად, იმავე დღეს ბუდაპეშტში პრეზენტაციას გამართავს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.