ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიის დროს ქალაქ გიორში მომხდარის გამო “შავქურთუკიანი ზონდერების” წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიის დროს ქალაქ გიორში მომხდარის გამო “შავქურთუკიანი ზონდერების” წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
27 მარტს, ქალაქ გიორში ორბანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა და მის წინააღმდეგ გამოსულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა. აქტივისტებს სცენასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ, როგორც მათ უნგრული მედია აღწერს, “შავებში ჩაცმული,” “ათლეტური აღნაგობის” პირები. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი აქტივისტებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
გიორის პოლიციამ დაიწყო გამოძიება პირადი თავისუფლების შესაძლო ხელყოფის საფუძვლით. მომხდარზე საჩივარი თავდაპირველად ქალაქის მერმა შეიტანა. მერის თქმით, ზონდერები “უნგრეთის სირცხვილი არიან.”
“ასე მთავრდება სამყარო, რომელშიც სამართალი არ არსებობს: გიორ-მოსონ-სოპრონის ოლქის პოლიციის შტაბ-ბინამ, უცნობი დამნაშავეების წინააღმდეგ ჩემი საჩივრის შემდეგ, დაავალა გამოძიება შავქურთუკიანი ზონდერების საქმეზე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან პირადი თავისუფლების ხელყოფის დანაშაულში,” – წერს გიორის მერი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა