Reuters: ორბანის მხარდამჭერსა და მისი საარჩევნო კამპანიების შემქმნელ უნგრელ მედიამაგნატს თავისი კომპანიების სახელმწიფოსთვის გადაცემა სურს

ორბანის მხარდამჭერსა და მისი საარჩევნო კამპანიების შემქმნელ უნგრელ მედიამაგნატს თავისი კომპანიების სახელმწიფოსთვის გადაცემა სურს – წერს Reuters
🔻 დიულა ბალაშის ეს გადაწყვეტილება ვიქტორ ორბანის ხელისუფლების დამარცხებასა და პრემიერ-მინისტრად პეტერ მადიარის არჩევას უკავშირდება. ბალაშიმ, რომლის მედია კომპანიებიც წლების განმავლობაში სამთავრობო კამპანიებს ხელმძღვანელობდნენ, ეს შეთავაზება გამოცემა Kontroll-თან ინტერვიუში გაახმოვანა.
🔴 ბიზნესმენი მზად არის, 22-წლიანი მოღვაწეობის შედეგად შექმნილი ჯგუფი უნგრეთის სახელმწიფოს სრულად დაუთმოს.
ბალაშის განცხადება საყურადღებო ხდება იმ ფონზე, რომ უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი კორუფციასთან ბრძოლასა და სახელმწიფო კონტრაქტების გადახედვას აანონსებს. მისი თქმით, მთავრობა პრიორიტეტად უკანონოდ მითვისებული სახელმწიფო აქტივების დაბრუნებას დაისახავს.
🔴 ბალაშის მედია ომპანიები ორბანის გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან წინასაარჩევნო კამპანიებს ქმნიდნენ, მათ შორის ანტიუკრაინულ და ანტიმიგრაციულ ნარატივს ავრცელებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს