ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვინ მიიღებს სკოლის ფორმებს უფასოდ

ცნობილია, ბავშვების ის ექსვი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ - შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძემ სამ აგვისტოს გამოსცა.

 სასკოლო ფორმებს უფასოდ მისცემენ მათ ვინც:

  • რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
  • ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
  • განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
  • ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
  • განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
  • 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომის გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.

ცნობილია, რომ  ბიჭს − 1 პიჯაკს და 2 შარვლს მისცემენ, გოგოს − 1 პიჯაკს, 1 შარვლსა და 1 ქვედაბოლოს.

ასევე ნახთ:  რა ეღირება სასკოლო ფორმები?

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.